ფაბრეგასი და
Aa
Aa

ფაბრეგასი და "მონაკო" მალე გაოფიციალურდება

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, "ჩელსის" ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი "მონაკოსთან" მალე შეთანხმებას მიაღწევს და კარიერას ფრანგულ კლუბში გააგრძელებს.

სესკმა წლევანდელ სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა და ბუნებრივია, რომ მას სარის გუნდის წევრობა აღარ სურს.

ესპანელის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის და მისი ტრანსფერზე დაყენება "არისტოკრატთა" გეგმებში ნამდვილად შედის.

ფაბრეგასის ყიდვა "მილანსაც" სურდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ტიერი ანრის გუნდზე შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასი "ჩელსის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 197 შეხვედრაში 22 გოლი და 57 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები