აშრაფ ჰაკიმი, ბრაჰიმ დიასი
Aa
Aa

„ამ ეტაპზე ყველა სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვის“ - მაროკოს მწვრთნელი

მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მოჰამედ უაჰბიმ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში კანადასთან გამარჯვების შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა უაჰბიმ:

„ძალიან ბედნიერები ვართ. ეს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩია, ასეთი თამაშები კი ყოველთვის რთულად მიმდინარეობს, რადგან მეტოქეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან.

მეორე ტაიმში ძალიან კარგი რეაგირება მოვახდინეთ: უკეთ დავიწყეთ თამაში მეორე ბურთებზე და ორთაბრძოლების მოგება. უნდა ვაღიარო, რომ კანადამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მათ მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.

ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა ასეთი წინააღმდეგობა, თუმცა მეორე ტაიმში შევძელით მეტოქის მიერ დატოვებული თავისუფალი ზონების გამოყენება. სწორედ ეს გახდა გამარჯვების გასაღები“.

მაროკოს ნაკრები 1/4 ფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებლად - მაროკომ კანადა დაამარცხა და 1/4-ფინალშია
დამაჯერებლად - მაროკომ კანადა დაამარცხა და 1/4-ფინალშია