მარადონას კომენტარი
Aa
Aa

მარადონას კომენტარი "ნაპოლიზე"

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ თავისი ყოფილი კლუბის, "ნაპოლის" საამსეზონო ფორმასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

"ვადევნებ თუ არა თვალს ნაპოლის შედეგებს? რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ამ გუნდს. მე ვუყურე ბოლო შეხვედრას "ემპოლისთან", სადაც გუნდმა დიდებული სპექტაკლი დადგა, ინსინიეს ჯარიმაც ჩინებული სანახავი იყო". 

"თუ გუნდი ტემპს არ დააგდებს და სტაბილურობას შეინარჩუნებს, ჩემპიონობა აბსოლუტურად რეალური იქნება. "იუვენტუსი" ძალიან ძლიერი მეტოქეა, თუმცა ნეაპოლიტანელებს მათი დაჯაბვნა შეუძლიათ". - განაცხადა დიეგომ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები