Aa Aa
3 იანვარი 2019  |  13:32

ზიკო: "მარადონას უფრო კონკურენტულ ეპოქაში თამაში მოუწია, ვიდრე - მესის"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ზიკო ჟურნალისტებს ესაუბრა და დიეგო მარადონა ლიონელ მესის შეადარა. ზიკო თვლის, რომ მარადონა უფრო დიდი ფეხბურთელი იყო, ვიდრე მესია.

მე ვფიქრობ, რომ მარადონას უფრო კონკურენტულ ეპოქაში თამაში მოუწია. მას ყველა მატჩისას პერსონალური მეურვე ჰყავდა.

იგი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებდა, ისევე როგორც მესი, თუმცა მარადონამ არგენტინის ნაკრებს ბევრი რამ მისცა: მის დროს „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მუნდიალის ფინალში ითამაშა“. - აცხადებს ზიკო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 1986 წელს მოიგო, 1990-ში კი ფინალში გერმანიასთან დამარცხდა, ორივე ჩემპიონატზე მარადონა გუნდის მთავარი მამოძრავებელი გახლდათ.

რაც შეეხება ზიკოს, იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ და ნიჭიერ ბრაზილიელ ფეხბურთელად მიიჩნევა. ლეგენდარულმა შემტევმა „სელესაოს“ მაისურით 71 მატჩში 48 გოლი გაიტანა. ნაკრებთან ერთად ყველაზე დიდ წარმატებას 1978 წლის მუნდიალზე მიაღწია, როცა ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

65 წლის ზიკო ამჟამად იაპონური კლუბის, „კაშიმა ანტლერსის“ სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში