გრიზმანმა კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა
Aa
Aa

გრიზმანმა კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა

მადრიდის ''ატლეტიკოს'' ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა კარიერაში მეორასე გოლი გაიტანა. ლა ლიგის შეხვედრაში ''ესპანიოლთან'' გრიზმანმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ''ესპანიოლის'' საჯარიმოში კოკე გრანერომ წააქცია და პენალტი ფრანგმა ანგარიშში ასახა.

2013 წელს ''სოსიედადიდან'' მადრიდის ''ატლეტიკოში'' გადასვლის შემდეგ გრიზმანმა ლა ლიგაში 160-ე შეხვედრა ჩაატარა. ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში ''ატლეტიკოსთვის'' 86-ე გოლი გაიტანა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ''სოსიედადის'' მაისურით ლა ლიგაში 40 გოლი შეაგდო.

მიმდინარე წელს გრიზმანი ''ოქროს ბურთის'' ნომინაციაში მესამე ადგილზე გავიდა. მან მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპა ლიგა მოიგო.

გრიზმანმა ეროვნულ ნაკრებში 26 გოლი შეაგდო. მათ შორის 4 გოლი მუნდიალზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები