ზლატანი: „მარსელს“ ლიგა 1-ის მოგების შანსი არ დაუკარგავს
Aa
Aa

ზლატანი: „მარსელს“ ლიგა 1-ის მოგების შანსი არ დაუკარგავს

„პარი სენ ჟერმენის“ ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ „მარსელი“ ლიგა ერთის ტიტულისთვის ბრძოლაში არ უნდა ჩამოვწეროთ. გასულ კვირას ლიგა ერთის 31-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ველოდრომზე“ შედგა, სადაც მარსელმა პარიზელებთან 2:3 წააგო. მარცხის მიუხედავად ზლატანს სჯერა, რომ პრინციპული მეტოქე დარჩენილ მატჩებში ბოლომდე იბრძოლებს და პირველ ადგილზე გასვლას შეეცდება.

„ბედნიერი ვარ, რომ პრინციპული მატჩი მოვიგეთ. ჩვენ გასვლით მატჩში უმთავრეს კონკურენტს ვაჯობეთ და პირველი ადგილი განვიმტკიცეთ. მიუხედავად ამისა, გუნდს მოდუნების უფლება არ აქვს. მარსელი ძალიან ძლიერი გუნდია. დარწმუნებული ვარ ბიელსას შეგირდები ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

რათქმაუნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, ის რომ ჩვენ ვართ ევროპაში ერთადერთი გუნდი რომელიც ოთხი ტიტულისთვის იბრძვის. სამშაბათს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „სენტ-ეტიენს“ ვხვდებით, შემდეგ ლიგის თასის ფინალია, მომავალ კვირას კი ჩემპიონთა ლიგის მატჩი „ბარსელონასთან“ გველის. საკმაოდ მძიმე კალენდარია, თუმცა ჩვენ დიდი კლუბი ვართ და ყველაფერი საჭირო დონეზე უნდა დავაბალანსოთ“ - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატს 62 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები