ერნესტო ვალვერდე:
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდე: "გამიკვირდება თუ ოქროს ბურთის მოპოვების კანდიდატთა სამეულში ლეო მესი ვერ მოხვდება"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, გაოცებული დარჩება, თუ ლიონელ მესი ოქროს ბურთის კანდიდატთა საუკეთესო სამეულს შორის ვერ მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ჯილდოს ლუკა მოდრიჩი დაისაკუთრებს. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ხორვატიასთან ერთად მუნდიალის ფინალში გააღწია.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით კი მესი საუკეთესო სამეულშიც ვერ მოხვდება. მათი თქმით მეორე ადგილზე რონალდუ, ხოლო მესამეზე გრიზმანი გავა. თუ ყველაფერი ასე განვითარდა 2006 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა დაფიქსირდება, როცა ლიონელ მესი საუკეთესო სამეულში ადგილს ვერ დაიკავებს.

ვალვერდემ ოქროს ბურთის გამარჯვებულის შესახებ ლა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა: "ლეომ შარშან შესანიშნავად იასპარეზა და სიტუაცია არც წლევანდელ სეზონში შეცვლილა. ჩემპიონთა ლიგის პირველ, მეორე და მეხუთე ტურში იგი საუკეთესო იყო. ალბათ მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებში საშინლად ითამაშა და ყველაფერი შეგვიძლია ამით ავხსნათ, მაგრამ ერთი წუთით! ამ პერიოდში მას ხომ ტრავმა ჰქონდა"!

"რისი თქმა შემიძლია?! იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოხვდებიან, აუცილებლად მივულოცავ. უცნაური იქნება თუ მათ შორის მესის ვერ ვიხილავთ, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები