სატრანსფერო
Aa
Aa
26 იანვარი 2016  |  12:05

სატრანსფერო "ჰედლაინები"

"მანჩესტერ იუანიტედი" "სევილიას" არგენტინელი ნახევარმცველით, ევერ ბანეგათი ინტერესდება. - The Sun.

სტეფან ელ შაარავი "რომას" იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე შეუერთდა. - football-italia.

"ვესტ ჰემი" "მარსელის" ბელგიელ ფორვარდ მიში ბატშუაიში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. - The Sun.

იტალიური "ჯენოას" 23 წლის მეკარის მატია პერინის საკუთარ გუნდში ხილვა "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ. - Daily Star.

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი ჩინურ კლუბ "ჟიანგსუში" 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადადის. - skysports.

ლონდონის "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე ანდროს ტაუნსენდი 14 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ "ნიუკასლში" გადადის. - DAILY EXPRESS. 

როგორც მოგეხსენებათ ალეშანდრე პატოს "ჩელსიში" გადასვლა გადაწყვეტილია, ამის გამო კი ლოიკ რემის გუნდი გაანათხოვრებს. ფრანგს საქმე ასარჩევად აქვს: "კრისტალი პალასი", "ნიუკასლი", "სუონსი", "ასტონ ვილა". - Daily Mirror.

"ლივერპული" ალექს ტეიშეირას სატრანსფერო შეთავაზებას 28 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ზრდის. ის კი უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია, შესაბამისად ახლა "ლივერპულს" მოსალაპარაკებელი "შახტართან" სატრანსფერო ფასიღა დარჩა. - Daily Mail.

"სანდერლენდი" მეტიუ დებუშის ხელში ჩასაგდებად ძალიან მოწადინებულია. - Daily Mail.

"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები კვირას "პორტუ"-"მარიტიმუს" შეხვედრას ესწრებოდნენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჰოლანდიელ ბრუნო მარტინს ინდისა და ამომავალ ვარსკვლავ რუბენ ნევეშს აკვირდებოდნენ. - Daily Mail.

"ნიუკასლი" "ლიონის" კაპიტნის, ალექსანდრ ლაკაზეტის შესაძენად ძალ-ღონეს არ იშურებს და ფრანგებს რამდენიმე წარუმატებებლი მცდელობის შემდეგ ახალ შეთავაზებას უმზადებს. - The Daily Telegraph. 

"ჩელსის" საკუთრებაში მყოფი კრისტაინ აცუ, სეზონის ბოლომდე "მალაგაში" ითამაშებს. სეზონის პირველი ნაწილი აცუმ "ბორნმუთში" გაატარა. - marca.

ფრედი გუარინი "ინტერიდან" "შანხაი შენხუაში" გადადის. ტრანსფერის ფასი 13 მილიონი ევროა. - football-italia.

"ფიორენტინას" სერბმა მცველმა ნენად ტომივიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. - football-italia.

"ლივერპულის" მწვრთნელ იურგენ კლოპს "ბარსელონას" გერმანელი მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის საკუთარ გუნდში გადმოყვანა სურს. - GUARDIAN.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები