Aa
Aa

"რეალს" ზლატანი სურს

Cope-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ზამთარში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენას შეეცდება.

როგორც ცნობილია, MLS-ში სეზონი დეკემბრის ბოლოს სრულდება და ამით ევროპული გუნდები სარგებლობენ ხოლმე.

რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ იბრას იანვარში 6 თვიანი იჯარით დამატება „მილანს“ სურდა და ყველაფერი საკმაოდ რეალურადაც მოსჩანდა. ამის შესახებ ზლატანის აგენტმა მინო რაიოლამაც ისაუბრა.

როგორც ჩანს, „როსონერის“ კონკურენტი გამოუჩნდა. მადრიდელებს თავდასხმაში პრობლემები აქვთ და სეზონის ბოლომდე ზლატანის დამატება მათთვის ურიგო ვარიანტი არ იქნება.

საბოლოოდ ყველაფერს იბრა გადაწყვეტს. სად ურჩევნია მას სეზონის დასკვნითი ნაწილის გატარება - ამ ყველაფერს მალე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები