NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა
დენვერი - გოლდენ სტეიტი 100 - 98
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური სენსაციებით დახუნძლული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას მხოლოდ 4 შეხვედრა გაიმართა, გულშემატკივრების იმედები ყველა მათგანმა გაამართლა.
ცენტრალური დაპირისპირება დენვერში შედგა, სადაც „ნაგეთსმა“ NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „გოლდენ სტეიტი“ მიიღო და ორქულიანი სხვაობით სძლია.
JUANCHO HERNANGOMEZ: DEFENDER OF ALL THINGS GOOD pic.twitter.com/X9AYwdUVyX
— Denver Nuggets (@nuggets) October 22, 2018
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო გარი ჰერისი გახლდათ. კოლორადოელთა მსროლელმა მცველმა 28 ქულა მიითვალა. „ნაგეთსის“ ლიდერმა, ნიკოლა იოკიჩმა, გუნდი არ დააღალატა და თავის გამოჩენა კვლავ მოახერხა. სერბმა ცენტრმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 23 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა.
THE BEAS pic.twitter.com/vpQvdFpUGV
— Denver Nuggets (@nuggets) October 22, 2018
„უორიორსის“ მხრიდან 30 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. კევინ დურანტს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა - 20 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა. კლეი ტომპსონმა გუნდს 15 ქულა შესძინა.
Relive the down-to-the-wire game in tonight’s Game Rewind, presented by @Verizon. pic.twitter.com/BWQ55UxbkJ
— Golden State Warriors (@warriors) October 22, 2018
კლიპერსი - ჰიუსტონი 115 – 112
დღევანდელი ტური „ჰიუსტონისა“ და „კლიპერსის“ მატჩით დაიხურა. კრის პოლის გარეშე დარჩენილმა ტეხასელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მათ ხელში არსებული რესურსი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლოს-ანჯელესურ გუნდს 23 ქლით ტობაიას ჰერისმა ულიდერა. დანილო გალინარიმ 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ლუ უილიამსმა კი გუნდს 12 ქულა მოუტანა.
Montrezl Harrell contributed 17 PTS (8/10 FG) & 10 REBS off the bench for the @LAClippers! #ClipperNation pic.twitter.com/UI1EEZSS3H
— NBA (@NBA) October 22, 2018
„როქეთსის“ რიგებში 31 ქულითა და 14 გადაცემით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. კლინტ კაპელამ მატჩი 23 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. სასტარტო ხუთეულში გამწესებულმა ერიკ გორდონმა კი აქტივში 21 ქულა ჩაიწერა.
GG14 ???? pic.twitter.com/zi2NSYEi5f
— Houston Rockets (@HoustonRockets) October 22, 2018
სხვა მატჩების შედეგები
კლივლენდი - ატლანტა 111 – 133
ოკლაჰომა - საკრამენტო 120 – 131