ფაჩულიასა და "დეტროიტის" მეორე გამარჯვება! ჩხუბი და ლებრონის მეორე მარცხი "ლეიკერსში"
გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიმარჯვა. ამჯერად მათი მსხვერპლი "ჩიკაგო ბულსი" იყო.
ჩიკაგოში გამართული შეხვედრა დეტროიტელთა სასარგებლოდ 118:116 დასრულდა.
"პისტონსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა. მისი მონაგარი 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.
დეტროიტელთა შორის საუკეთესო ბლეიკ გრიფინი იყო, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა, 12 მოხსნა, 5 გადაცემა და 1 დაფარება იყო.
Most points @blakegriffin23 has had as a Piston.
— Detroit Pistons (@DetroitPistons) October 21, 2018
He's our Player of the Game presented by @Jeep. #DetroitBasketball pic.twitter.com/MzebUFi9wO
მომდევნო შეხვედრას "დეტროიტი" 24 ოქტომბერს საკუთარ დარბაზში "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.
***
ტურის ცენტრალური ჯახი "სტეიპლს სენთერში" შედგა, სადაც ლებრონ ჯეიმსის სადებიუტო საღამო იყო. "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" უმასპინძლა და 124:115 დამარცხდა.
ჯეიმსის ანგარიშზე 24 ქულა, 5 მოხსნა და 5 გადაცემა იყო.
No-look from LeBron finds Hart under the basket for an easy bucket!#LakeShow (????: @SpectrumSN, ESPN) pic.twitter.com/DFNgNXBs3D
— Los Angeles Lakers (@Lakers) October 21, 2018
"როქეთსის" ლიდერებმა ჩვეულ სტილში იასპარეზეს. "ბაბუაწვერას" მონაგარი 36 ქულა, 5 გადაცემა და 7 მოხსნა იყო.
რაც შეეხება კრის პოლს - 28 ქულა, 10 მოხსნა და 7 გადაცემა.
შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა ეს ყველაფერი პარკეტზე დაწყებულმა ჩხუბმა გადაფარა.
ერთმანეთს რაჟან რონდო და კრის პოლი დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ ორივე მათგანი მოედნიდან გააძევეს და ზედ ბრენდონ ინგრემიც მიაყოლეს.