ბასილაშვილი:
Aa
Aa

ბასილაშვილი: "ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი 2 ტურნირისთვის მოვემზადები"

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ პეკინის 500-იანი ტურნირი მოიგო და ქართული ჩოგბურთისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა - მსოფლიო რეიტინგში 23-ე ჩოგანი გახდა.

2018 წელი ქართველი ჩოგბურთელისთვის ისტორიული გამოდგა. ჰამბურგის 500-იანი ტურნირის შემდეგ ნიკამ ბეიჯინგიც მოიგო და ქართული ჩოგბურთის ისტორია გადაწერა.

შანხაის მასტერსზე წარმატებული სტარტის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე რაუნდში მსოფლიოს მე-5 ჩოგანს ალექსანდრ ზვერევს ვერაფერი მოუხერხა და 2 სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელიც იყო, რადგან ბასილაშვილმა დასვენება პრაქტიკულად ვერ მოასწრო და ზვერევთან მარცხიც გასაკვირი არ ყოფილა.

ამჯერად, დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის ქართველ ჩოგბურთელს საკმაო დრო ექნება და წლის დასკვნით ტურნირებზე (ჰარდი) იმედი ვიქონიოთ, რომ საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.

ბასილაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს მიმართა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

„ჩინეთში შესანიშნავი დღეები გავატარე. ახლა ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი 2 ტურნირისთვის მოვემზადები.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი წერილებისთვის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის (22 ოქტომბრიდან, 500-იანი) და პარიზის (29 ოქტომბრიდან, 1000-იანი მასტერსი) ტურნირებისთვის მოემზადება და ისედაც წარმატებული წლის კიდევ უფრო შთამბეჭდავად დასრულებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები