ალეგრი - რონალდუს:
Aa
Aa

ალეგრი - რონალდუს: "სერია A-ს სეზონში 40-მდე გოლი იმაზე რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ლიგაში"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ „პარმასთან“ მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ვეკია სინიორას“ დამრიგებელი თვლის, რომ სერია A-ს ერთ სეზონში 40-მდე გოლის გატანა, ნებისმიერ სხვა ჩემპიონატთან შედარებით, რთული გასაკეთებელია.

მას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და კმაყოფილი ვარ, რასაც გუნდისთვის აკეთებს. სანაკრებო მატჩები ფორმის დასაბრუნებლად კარგი ვარიანტია და ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება.

იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში 40-მდე გოლის გატანა იმაზე რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში. თავდამსხმელისთვის აქ განსხვავებული სირთულეებია“. - აცხადებს ალეგრი.

კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში „კიევოს“, „ლაციოსა“ და „პარმას“ წინააღმდეგ ითამაშა. „იუვემ“ ამ მატჩების ჯამში 7 გოლი გაიტანა, თუმცა პორტუგალიელს პირადი ანგარიში ჯერაც არ გაუხსნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები