"ლეგანესის" ახალი თილისმა - "სუპერ კიტრი"
ესპანურმა კლუბმა, „ლეგანესმა“ „ტვიტერზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გუნდის თილისმა წარადგინა. კლუბის ახალ სიმბოლოს საკმაოდ უცნაური სახელი აქვს - „სუპერ კიტრი“.
„ლა ლიგაში“ „სუპერ კიტრის“ დებიუტი პარასკევს „სოსიედადთან“ დაპირისპირებაში შედგება.
After many years...
— C.D. Leganés ???????????????? (@CDLeganes_en) August 23, 2018
This Friday...
The Cucumber Knight returns...
SUPER PEPINO!!!!! ???? ???? pic.twitter.com/bUF1RHvvOf
სოციალურ ქსელებში „ლეგანესის“ თილისმას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესპანური კლუბის გულშემატკივრები გაოცებულები იყვნენ და ზოგიერთმა მათგანმა გუნდის ახალი სიმბოლო „Rick and Morty“-ის ერთ-ერთ პერსონაჟთან გააიგივეს.
აღსანიშნავია, რომ „ლეგანესის“ გადაწყვეტილება არც თუ ისე უცნაურია. გუნდის ზედმეტსახელი „კიტრის მწარმოებლებია“ და ქალაქი ქვეყნის მასშტაბით ბოსტნეულის წარმოებითაა ცნობილი.