იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეორე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეორე ტური

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის რიგით მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "ჩელსის" და "არსენალის" დაპირისპირება გახლდათ, ხოლო ყველაზე დიდი სენსაცია "ბრაიტონმა" შემოგვთავაზა, რომელმაც შინ ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერს" სძლია.

CrystalSport-ის გუნდი იწყებს ახალ რუბრიკას, რომელსაც ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

 

პრემიერ ლიგის ეგიდით, აგვისტოში გამართულ მატჩებში, ჰარი კეინმა თავის გამოჩენა პირველად მოახერხა. ინგლისის ნაკრების ლიდერს გოლის გასატანად 15 თამაში დასჭირდა.

„არსენალმა“ „ჩელსის“ პირველ ტაიმში უფრო მეტი გოლი გაუტანა, ვიდრე პრემიერ ლიგის ეგიდით „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ წინა 5 შეხვედრაში ერთად.

„ნიუკასლის“ ფეხბურთელი, კენედი, ნიკოლა კალინიჩის შემდეგ პირველი მოთამაშე გახდა (მეკარე არ ითვლება), რომელმაც 45 წუთში ზუსტი გადაცემა ვერ შეასრულა. ხორვატმა მსგავსი შედეგი „ბირმინგემის“ შემადგენლობაში 2010 წლის მარტში დააფიქსირა.

„კარდიფის“ მეკარე, ნილ ეთერიჯი, პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე გოლკიპერი გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის აღება, როგორც სადებიუტო შეხვედრაში, ასევე მეორე მატჩში მოახერხა. მსგავსი რამ 1992 წელს, „ტოტენჰემის“ კიპერმა, ერიკ ტორსტვედმა გააკეთა.

პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩათვლით სესარ ასპილიკუეტას 7 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული. საინტერესოა რომ შვიდივეჯერ მეტოქის კარი ალვარო მორატამ აიღო.

ჯეიმს მილნერმა პრემიერ ლიგის ეგიდით შესრულებული 15 თერთმეტმეტრიანიდან 13 გაიტანა. „ლივერპულის“ მაისურით ინგლისელმა 10 პენალტიდან 9 გამოიყენა.

მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით დავიდ დე ხეამ კარში წასული 14 ბურთიდან 10 გაუშვა.

რომელუ ლუკაკუს, წლევანდელი პრემიერ ლიგის მონაწილე 20 გუნდიდან, გოლი 18-ის წინააღმდეგ აქვს გატანილი. გამონაკლისები მხოლოდ „კარდიფი“ და „ვულვზი“ არიან.

ედერსონი „მანჩესტერ სიტის“ პირველი მეკარე გახდა, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა.

„სათჰემპტონს“ აგვისტოში, პრემიერ ლიგის ეგიდით, სტუმრად 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან „წმინდანებმა“ მხოლოდ და მხოლოდ 3 მატჩის მოგება მოახერხეს. აგვისტოში მათი ბოლო გამარჯვება 1999 წლით თარიღდება. იმ სეზონში „საუთჰემპტონმა“გასვლაზე „ქოვენთრი“ 1-0 დაამარცხა. „წმინდანების“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა, ის მატჩი სრულად ჩაატარა.

2015-16 წლების სეზონის შემდეგ ჯეიმი ვარდიზე მეტი წითელი ბარათი არცერთ ფეხბურთელს მიუღია. „ლესტერის“ ლიდერი მოედნიდან 3-ჯერ გააძევეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯებმა სამ-სამი წითელი ბარათი ვარდის გარდა, მიგელ ბრიტოსს, საიმონ ფრენცისს, სადიო მანეს და ვიქტორ ვანიამას უჩვენეს.

პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში „მანჩესტერმა“ პირველ ტაიმში სამი გოლი მეათედ გაუშვა.

ჯეიმს მილნერი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ რვა გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

მარკოს ალონსომ პრემიერ ლიგაში "ჩელსის" მაისურით მონაწილეობა 19 გოლში მიიღო ( 13 გოლი, 6 შედეგიანი გადაცემა) 2016 წლის შემდეგ (ალონსო "ჩელსიში" სწორედ ამ დროს მოვიდა) ესპანელს ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მონაწილე ყველა სხვა მცველზე 6-ით მეტი გოლი აქვს გატანილი.

„არსენალის“ მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო. მომენტის შესაქმნელად „მეთოფეებს“ 19 გადაცემის შესრულება დასჭირდათ და იერიშში მონაწილეობა ობამეიანგის გარდა მოედანზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო.

დავიდ სილვა მეოთხე ესპანელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში 250 შეხვედრა ჩაატარა. მსგავს რამ მხოლოდ სესკ ფაბრეგასს, პეპე რეინას და მიკელ არტეტას აქვს გაკეთებული.

პრემიერ ლიგაში "ჩელსის" მაისურით აზარზე მეტი გადაცემა მხოლოდ ფრენკ ლამპარდს - 90, დიდიე დროგბას - 55 და ჯანფრანკო ძოლას - 45 აქვს შესრულებული. ბელგიელის ანგარიშზე 41 საგოლე პასია.

აარონ ვან-ბისაკა „კრისტალ პალასის“ ისტორიაში შევიდა. იგი „არწივების“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოედნიდან გააძევეს. ინგლისელმა წითელი ბარათი 20 წლის და 267 დღის ასაკში მიიღო.

რიჩარლისონმა "ევერტონის" მაისურით უკვე სამი ბურთი შეაგდო. ეს რიცხვი "უოტფორდის" რიგებში ჩატარებულ ბოლო 31 შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობაზე მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები