„ევერტონი“ ისტორიაში შევიდა
„ევერტონმა“ ახალი საგარეო ფორმა, რომელი შავ და ვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ქალთა გუნდის მოთამაშეების დახმარებით წარადგინა.
„კანფეტები“ ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შევიდნენ, „ევერტონი“ პრემიერ ლიგის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ახალი მაისური ქალთა გუნდის ფეხბურთელების დახმარებით წარადგინა.

„ევერტონის“ ქალთა გუნდის წარმომადგენლებმა, ხლოი კელიმ, მეგან ფინიგენმა, დანიელე ტერნერმა და კირსტი ლეველმა, ფოტოგრაფების წინ იპოზიორეს და მონაწილეობა ვიდეორგოლშიც მიიღეს.
ახალ მაისურს, ძირითადი გუნდის გარდა, 23-წლამდელები და ქალთა კოლექტივი მოირგებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ევერტონის“ ქალთა გუნდის კაპიტანმა, დანიელე ტერნერმა, განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ამ ინოვაციური კამპანიის წევრი გავხდი. ამ ფორმის ჩაცმა „ევერტონის“ ნებისმიერ ფეხბურთელს გაუხარდება. თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ, ვფიქრობ გუნდის გადაწყვეტილება „ევერტონის“ ფილოსოფიას იდეალურად გამოხატავს. ერთი სული მაქვს მოედანზე ახალი მაისურით როდის გამოვალ“.


Daily Mail-ის ინფორმაციით „მერსისაიდელთ“ ქალთა გუნდი, მაისურს კვირას, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გასამართ წინასასეზონო მატჩი მოირგებს.