Aa Aa
4 ივლისი 2018  |  18:55

იერი მინა - პირველი მცველი, რომელმაც მუნდიალის საწყის 3 თამაშში გაიტანა!

imgbanner

კატალონიის "ბარსელონასა" და კოლუმბიის ნაკრების ტანმაღალი ცენტრალური მცველი, იერი მინა პირველი მცველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საწყის 3 თამაშში გოლის გატანა შეძლო.

მინა, რომელიც 1-ლი ტურის მატჩში, იაპონიის წინააღმდეგ, ძირითადში ვერ მოხვდა, პოლონეთის, სენეგალისა და ინგლისის ნაკრებებს ზედიზედ გაუტანა და მუნდიალის ისტორიაში ჩაეწერა. 23 წლის მინამ, პოლონეთთან ანგარიში გახსნა, სენეგალთან ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ინგლისთან 93-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მცველებს შორის, მუნდიალის რეკორდი პოლ ბრაიტნერს ეკუთვნის, რომელმაც 1974 წლის ჩემპიონატზე, საერთო ჯამში 3 გოლი გაიტანა - მინამ მისი მაჩვენებელი გაიმეორა.

ამასთანავე, 2002 წლის მუნდიალის შემდეგ, მინა პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე თავით 3 ან მეტი გოლი შეაგდო. ხსენებულ ტურნირზე, მიროსლავ კლოზემ თავური დარტყმით 5 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

იერი მინა კოლუმბიის ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მისი მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 6 გოლი მოუგორვდა. იგი "ბარსელონას" რიგებში ბრაზილიური "პალმეირასიდან" გადაბარგდა, იქამდე კი მისი კლუბები "სანტა ფე" და "დეპორტივო პასტო" გახლდათ.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები