Aa
Aa

ოფიციალურად: FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯები დაასახელა!

"ფიფამ", მომავალ ზაფხულს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის, 36 მსაჯი დაასახელა, რომელთაც აპრილში 2 კვირიანი სპეციალური სემინარი, იტალიის ნაკრების ბაზა "კოვერჩიანოში" ჩაუტარდებათ.

2018 წლის მუნდიალზე, 6 სხვადასხვა კონფედერაციიდან, შემდეგი საფეხბურთო არბიტრები იმსაჯებენ: 

AFC (აზიის საფეხბურთო კონფედერაცია): ფაჰად ალ მირდასი (საუდის არაბეთი); ალირეზა ფაგანი (ირანი); რავშან ირმატოვი (უზბეკეთი); აბდულა მოჰამედ მოჰამედი (არაბთა გაერთიანებული საემიროები); რიუჯი სატო (იაპონია); აბდულა ნავაფ შუკრალა (ბაჰრეინი).

CAF (აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია): მეჰდი აბიდ ჩარეფი (ალჟირი); მალანგ დიედჰიუ (სენეგალი); პაპა ბაკარი გასამა (გამბია); გჰეად გრიშა (ეგვიპტე); ჯენი სიკაზვე (ზამბია); ბამლაკ ტესემა ვეიესა (ეთიოპია).

CONCACAF (ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკათა და კარიბის საფეხბურთო აცოციაციათა საფეხბურთო კონფედერაცია): ჯოელ აგუილარი (სალვადორი); მარკ გეიგერი (აშშ); ჯაირ მარუფო (აშშ); რიკარდო მონტერო (კოსტა რიკა); ჯონ პიტი (პანამა); სესარ არუტო რამოს პალასუელოსი (მექსიკა).

CONMEBOL (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია): ხულიო ბასკუნანი (ჩილე); ენრიკე კასერესი (პარაგვაი); ანდრეს კუნია (ურუგვაი); ნესტორ პიტანა (არგენტინა); სანდრო რიკი (ბრაზილია); ვილმარ როლდანი (კოლუმბია).

OFC (ოკეანეთის საფეხბურთო კონფედერაცია): მეტიუ კონგერი (ახალი ზელანდია); ნორბერტ ჰაუატა (ტაიტი).

UEFA (ევროპის საფეხბურთო ასოციაციათა გაერთიანება): ფელიქს ბრიხი (გერმანია); ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი); სერგეი კარასევი (რუსეთი); ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია); შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი); ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსი (ესპანეთი); მილორად მაზიჩი (სერბეთი); ჯანლუკა როკი (იტალია); დამირ სკომინა (სლოვენია); კლემენ ტურპენი (საფრანგეთი).

ჩამოთვლილი საფეხბურთო მსაჯებს, ასევე 6 სხვადასხვა კონფედერაციიდან, 63 ხაზის მსაჯი (გვერდითი არბიტრი) დაეხმარება. ასევე, გამოიყენებენ დამხმარე ვიდეო რეფერისაც (VAR).

რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები