პოლ ბრაიტნერი:
Aa
Aa

პოლ ბრაიტნერი: "კროოსის 99%-იანი ზუსტი პასები არაფერში გვჭირდება"

გერმანიის ნაკრების ფიასკო ევროპული სპორტული მედიის განხილვის მთავარი თემაა.

„ბუნდესგუნდის“ სამხრეთ კორეასთან შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ კომენტარი უამრვმა ექსპეტმა და ფეხბურთელმა გააკეთა.

Besoccer-თან საუბრისას იოაჰიმ ლიოვის გუნდის საშინელი გამოსვლა ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონმა პოლ ბრაიტნერმა შეაფასა.

ბრაიტნერმა წარუმატებელ თამაშში მთავარ დამნაშავედ ტონი კროოსი დაასახელა.

„კროოსის 15 ათასი პასის გარეშე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. ბუნდესლიგაში ასეთი რამის გაკეთება ბევრ ფეხბურთელს შეუძლია.

მას მოედნის ცენტრში სივრცეების შექმნა არცერთხელ უცდია. მას არცერთი სოლო რეიდი არ ჰქონდა, რომ დაცვა გაერღვია.

მისი 99%-იანი ზუსტი პასები არაფერში გვჭირდება.

გუნდს საერთოდ არ ჰქონია გეგმა. სამივე თამაშში დაცვა საშინლად გამოიყურებოდა და ნახევარდაცვა მხოლოდ სიმპათიურ გადაცემებს ასრულებდა. ეს გერმანული ფეხბურთისთვის ნამდვილი კატასტროფაა“.

ბრაიტნერმა იოაჰიმ ლიოვის მომავალზეცისაუბრა: „ლიოვმა ახლა ასეთი რამ უნდა თქვას - „ჩემი კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდე არის და მე შემიძლია, რომ ამ გუნდით პროგრესს კვლავ მივაღწიო.

ეს გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს და არა ფედერაციამ“.

პოლ ბრაიტნერი 1974 წელს დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1982 წელს კი იტალიასთან ფინალში დამარცხდა.

ბრაიტნერმა 1974 წელს "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ბუნდესლიგას ხუთჯერ დაეუფლა. მადრიდის "რეალის" რიგებში კი 1974-1975 და 1975-1976 წლებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები