ჯეფერსონ ფარფანის საშინელი ტრავმა
პერუს ნაკრების ლიდერი, ჯეფერსონ ფარფანი, ვარჯიშზე მიღებული მიღებული თავის ტრავმის გამო, ავსტრალიასთან მატჩს გამოტოვებს. USA TODA-ის ინფორმაციით ჯეფერსონმა გოლკიპერთან შეჯახების შემდეგ გონება რამდენიმე წუთით დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა გარკვეული დროის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას პერუს ნაკრების მცველმა, ანდერსონ სანტამარიამ განაცხადა: „როდესაც ფარფანი დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. მთელი გუნდი შოკირებული იყო, ჯეფერსონი კიდურებს ვერ ამოძრავებდა და თვალები გათეთრებული ჰქონდა, ყველას ძალიან შეგვეშინდა“.
33 წლის შემტევი მაშინვე საავადამყოფოში გადაიყვანეს და როგორც პერუს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, მას ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინდა. ფიფას წესების მიხედვით ფარფანს ტვინის შერყევის პროტოკოლის გავლა მოუწევს. ჯეფერსონს საავადმყოფოში 72 საათის განმავლობაში დააკვირდებიან და მხოლოდ საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ გამოწერენ.
ნაკრების მწვრთნელს, რიკარდო გარეკას ყველაფერი კარგად ესმის და შედეგზე წინ ფეხბურთელის ჯანმრთელობას აყენებს.
„ჯეფერსონმა საშიში ტრავმა მიიღო მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი გამოჯანმრთელებაა“.
ფარფანი გულშემატკივრების და ფეხბურთელების მხარდაჭერას „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა და მის გვერდით მდგომ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ პერუს მერვედფინალში გასვლის არანაირი შანსი არ აქვს. ბოლო ტურში სამხრეთ ამერიკელები ავსტრალიას ხვდებიან, „სოკერუს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პერუელთა დამარცხება მართებთ.