ბიქსენტ ლიზარაზუ
Aa
Aa

„ამან ძალიან გამაღიზიანა, საშინელება იყო“ - ლიზარაზუ ფინალის შესვენების შოუზე

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ბიქსენტ ლიზარაზუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესვენებაზე გამართული შოუ გააკრიტიკა:

„ამან ძალიან გამაღიზიანა. როდესაც ფეხბურთის მატჩზე მივდივარ, ფეხბურთის მატჩზე მივდივარ! თუ კონცერტზე წასვლა მინდა, კონცერტზე მივდივარ. არ მინდა, რომ რამე მომახვიონ თავს.

ფეხბურთის მატჩი თავისთავად სანახაობაა და მას თავისი ტემპი აქვს. ცხელ ამინდში შესვენებისას წყლის დალევის აუცილებლობის გაგება შეიძლება, მაგრამ როდესაც კონდიციონერები მუშაობს... ჩვენ კარგად გვესმის, რატომაც გაკეთდა ეს.

ვიმედოვნებ, რომ წარსულის ფეხბურთს დავუბრუნდებით, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ, რადგან აქ ეკონომიკური ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს. სატელევიზიო კომპანიებსაც სჭირდებათ თავიანთი ხარჯების ამოღება, რადგან ფეხბურთი ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. ეს დასანანია, რადგან თამაშის ტემპი ისაა, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ: 45-წუთიანი ორი ტაიმი, 15-წუთიანი შესვენება – და მორჩა!“ – განაცხადა ლიზარაზუმ Radio France-ის ეთერში.

ესპანეთის ნაკრებმა ტურნირის გადამწყვეტ მატჩში არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შესვენების დროს კი სტადიონზე გამოვიდნენ მადონა (მის ნომერში მონაწილეობა მიიღეს ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა – რონალდომ და რონალდინიომ), BTS, შაკირა, ჯასტინ ბიბერი და სხვა მუსიკოსები. ტაიმებს შორის პაუზა 28 წუთამდე გაგრძელდა, მანამდე კი ფიფა ირწმუნებოდა, რომ შესვენება 17 წუთს არ გადააჭარბებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა | ხაბიბის რჩეულთა შორის მესი ვერ მოხვდა
მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა | ხაბიბის რჩეულთა შორის მესი ვერ მოხვდა