რონალდო: როდრი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რონალდო მიიჩნევს, რომ როდრი „ოქროს ბურთის“ მიღების მთავარი ფავორიტია.
30 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ის მთავარი პრეტენდენტია ოქროს ბურთზე. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ის ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე იყო, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში.
მას სრულიად რეალურად შეუძლია ეს ჯილდო ხელმეორედ მოიგოს“,
- თქვა რონალდომ.
როგორც მოგეხსენებათ, როდრიმ 2024 წელს „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მოიგო, როდესაც მთავარ ფავორიტ ვინისიუს ჟუნიორს ბევრისთვის მოულოდნელად აჯობა.