რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

„ესპანეთის სათამაშო სტილი მსოფლიოში საუკეთესოა“ - რონალდოს შეფასება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, ესპანური ფეხბურთის სტილს მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.

„ეს იყო ისტორიული დღე როგორც შედეგის, ისე თამაშის თვალსაზრისით, რადგან ესპანეთი თავიდან ბოლომდე დომინირებდა, როგორც, სხვათა შორის, ველოდი კიდეც. ესპანეთს მხოლოდ გოლები დააკლდა – არ მოუგია იმ სხვაობით, რასაც ველოდი და რასაც იმსახურებდა, მაგრამ მისი უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში აბსოლუტური იყო.

ეს იყო განადგურება. კლასში სხვაობა ესპანეთსა და არგენტინას შორის ძალიან დიდია. მესისთან ერთადაც კი მათ ვერ შეძლეს ესპანეთთან გათანაბრება. არგენტინამ არ გამოავლინა ის თავდადება, რაც მთელი ტურნირის განმავლობაში მისი მთავარი კოზირი იყო.

ნიჭიერმა მოთამაშემ შეიძლება ერთი მატჩი მოიგოს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად გუნდის ძალაა საჭირო – ისეთი, როგორიც ესპანეთს აქვს. გუნდური თამაში, სადაც ყველა მნიშვნელოვანია.“

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამოსვლის შესახებ:

„მათ არასდროს უჩვენებიათ კარგი ფეხბურთი – ისინი ფონს მხოლოდ ხასიათითა და თავდადებით გადიოდნენ, მაგრამ ლამაზი თამაში არ ყოფილა. ესპანეთს კი აქვს საკუთარი დნმ, ლამაზი ფეხბურთი. ბრაზილიური „ჟოგა ბონიტა“ უკვე წარსულშია და ახლა სწორედ ესპანეთის თამაშის სტილია საუკეთესო“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იქ რომ ვყოფილიყავი, თავს დავარტყამდი“ - ზლატანმა პარედესი გააკრიტიკა
“იქ რომ ვყოფილიყავი, თავს დავარტყამდი“ - ზლატანმა პარედესი გააკრიტიკა