ლამპარდი:
Aa
Aa

ლამპარდი: "საუთგეითმა მთელი სათამაშო სისტემა და სტილი შეცვალა"

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. გარეთ საუთგეითის გუნდმა ჯგუფში ტუნისსა და პანამას ჯამში 8 გოლი გაუტანა და 6-6 ქულით ბელგიასთან პირველი ადგილისთვის იბრძვის.

ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი ეროვნული ნაკრების წარმატებულ სტარტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინგლისს მუნდიალის მოგება შეუძლია.

„ვფიქრობ ჩვენ მთელი გზის გავლა შეგვიძლია. ეს ნამდვილად ასეა. არ მესმის რატომ ვიყავით ნეგატიურად განწყობილი. დასაწყისისთვის მეოთხედფინალში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ.

გუნდმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. არა, ამ ყველაფერს მხოლოდ კარგი სტარტის გამო არ ვამბობ.

ინგლისის ნაკრებს ბრწყინვალე თაობა ჰყავს. რატომ უნდა ჩამოვწეროთ საკუთარი თავი?

ფეხბურთელებმა კონცენტრაცია უახლოეს შეხვედრაზე და უახლოეს დღეზე უნდა მოახდინონ, მხოლოდ ასეთი მიდგომა არის სწორი.

გარეთ საუთგეითს დიდ ნდობას ვუცხადებ. მან მთელი სათამაშო სისტემა და სტილი შეცვალა. ინგლისის ნაკრები ბოლო ორი წელია სხვა ფილოსოფიით თამაშობს.

ბურთის ფლობის დროს შეტევის განსავითარებლად ბევრი არჩევანი გვაქვს და ეს ახალი ტაქტიკის დამსახურებაა, რადგან ძველებურად 4-4-2 სქემით აღარ ვთამაშობთ“.

ინგლისელები ბოლო ტურში ბელგიას დაუპირისპირდებიან და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ.

ორივე ნაკრებს 6-6 ქულა აქვს და ბურთების შეფარდებაც იდენტური 8-2-თან აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები