ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეექვსე სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი და სანახაობრივი გამოდგა. იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად კოლუმბიას მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსები ერთიორად გაზარდა. ტურის დასკვნით შეხვედრაში რუსეთმა მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს შანსი არ დაუტოვა და პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ბევრი ავტოგოლი
რუსეთის პირველი შეგდებული ბურთი წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეხუთე ავტოგოლი გამოდგა. მუნდიალის ისტორიაში 5-ზე მეტი ავტოგოლი მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს გავიდა. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი თამაშია დარჩენილი და დიდი ალბათობით სარეკორდო ავტოგოლსაც ვიხილავთ.
„მატჩის თილისმამ“ ბურთი მოიპარა
მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისას მსაჯთა ბრიგადა ნაკრებებს სტადიონისკენ მიუძღვის და გასახდელიდან გამოსვლისას სპეციალური დასადგამიდან შეხვედრის ბურთს იღებს. ეგვიპტე-რუსეთის მატჩისას ყველაფერი სხვანირად წარიმართა და არბიტრის ნაცვლად ბურთი „მატჩის თილისმამ“, ბურთის მომტანმა პატარა ბავშვმა „მოიპარა“. მსაჯის გაოცებულ და ცივ მზერას კი „ტვიტერზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Ref is raging the wee guy took the ball. #RUSEGY pic.twitter.com/WnXpx2Psx3
— Glasgow Is Blue (@GlasgowIsBlue72) June 19, 2018
ტრიბუნებზე რენე იგიტა ვიხილეთ
კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ლეგენდარული მეკარე, რენე იგიტა იდეალურად განასახიერა. მსგავსება შესამჩნევი იყო და ქომაგი გოლკიპერის იმიტაციისას ისე შორს წავიდა, რომ ტრიბუნებზე ხელთათმანებით იჯდა.
მეორე ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი
კარლოს სანჩესს წითელი ბარათის მისაღებად ზუსტად 2 წუთი და 56 წამი დასჭირდა. კოლუმბიელმა საყრდენმა მუნდიალის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი მიიღო, რეკორდის მფლობელი კი ურუგვაელი ალბერტო ბატისტაა, რომელიც გორდონ სტრაჩანთან უხეშობის გამო მოედნიდან 54-ე წამზე გააძევეს.
ფალკაოს სიმულაციამ გულშემატკივრები გააბრაზა
ხუან ფერნანდო კინტეროს საოცარი გოლი ფალკაოს სიმულაციას მოჰყვა, რადამელი იაპონელ მცველს თავად შეეჯახა და შემდეგ მოედანზე ისე დაეცა, თითქოს დამნაშავე „ლურჯი სამურაის“ ფეხბურთელი ყოფილიყო. სამწუხაროდ მსაჯი პროვოკაციაზე წამოეგო და იაპონიის კარის მიმართულებით ჯარიმა დანიშნა.
ფალკოს საქციელმა გულშემატკივრები ძალიან გააბრაზა.
„მსაჯმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. ფალკო ყველგან სიმულირებდა და სამწუხაროდ მსაჯი პროვოკაციას წამოეგო“.
„ფალკაოს სიმულაციის გამო მე ვწუხვარ. რადამელი კონტაქტამდე ეცემოდა“.
იაპონიამ ისტორია დაწერა
იაპონიამ ისტორია დაწერა! „ლურჯი სამურაი“ პირველი აზიური ნაკრები გახდა, რომელმაც მუნდიალზე სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი დაამარცხა. აქამდე აზიელებს გამარჯვება 17 შეხვედრიდან არცერთში ჰქონიათ. აკირა ნიშინოს გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მშვენივრად დაიწყო და მერვედფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ვალდერამას და მისი მეუღლის იდენტური ვარცხნილობა
ლეგენდარული კოლუმბიელი ფეხბურთელი, კარლოს ვალდერამა, ტრიბუნებზე მეუღლესთან ერთად დააფიქსირეს და ორივე მათგანს აბსოლუტურად იდენტური ვარცხნილობა ჰქონდა.
მსაჯის „შეცდომა“
ეგვიპტე-რუსეთის შეხვედრის არბიტრს მონეტის აგდება „გაუჭირდა“. კასერესმა ეგვიპტის ნაკრების კაპიტნის არჩევანის შემდეგ მონეტა ჰაერში დატრიალების გარეშე ააგდო, შემდეგ გადმოაბრუნა და „გამარჯვებულად“ რუსეთი გამოაცხადა. ბუნებრივია ეს ფაქტი გულშემატკივრებს შორის განხილვის საგნად იქცა და არბიტრს ბრალი მიკერძოებულ მსაჯობაშიც დასდეს.
ჩიონიკის უსიამოვნო „მიღწევა“
სენეგალის მიერ გატანილი პირველი გოლი პოლონეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა. ჩიონეკი პირველი პოლონელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა.