მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "როგორც ჩანს, სუპერმენი, სუპერ მოთამაშეც კი ადამიანია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ არგენტინა-ისლანდიის შეხვედრა გაანალიზა და საინტერესო შეფასება გააკეთა.

როგორც ცნობილია, ჟოზე RT-სთან თანამშრომლობს და რუსეთში მათი ექსპერტი გახლავთ.

„ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანი იყო. ისლანდია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში თამაშობდა და მათ მაქსიმუმი გაიღეს. ვიმეორებ, როდესაც გუნდი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს, ჩვენ მათ მეტს ვერ მოვთხოვთ.

თუ, ისლანდიის ნაკრების ერთი სიტყვით დახასიათებას მომთხოვდით, მე სიტყვა კომპაქტურს გეტყოდით.

მათ ასეთი თამაშისთვის ბრალს ვერავინ დასდებს. მესის გარშემო მუდამ რამდენიმე ფეხბურთელი იყო. ისინი კომპაქტურად თამაშობდნენ.

ისლანდიამ სივრცეები შეზღუდა. მათ ბოლო მცველთან მისასვლელი ადგილი პრაქტიკურად აღარ რჩებოდა. ერთი შანსი მიეცათ და გაიტანეს კიდეც.

დიახ, არგენტინა ბურთს აკონტროლებდა და თამაშს ცდილობდა. მესი კი ტრადიციულად საჯარიმოს მიღმა მოქმედებდა - დრიბლინგები, დარტყმები...

ისლანდიელები თამაშში ბოლომდე ჩართულები იყვნენ. ისინი გავდნენ ბავშვებს, რომლებიც ბევრ ხორცს ჭამენ და ძლიერები არიან. მათ მებრძოლი სული აქვთ და კარგ ფორმაში იმყოფებიან.

ისლანდიელთა ფეხბურთი იდეალურად გამოხატავს მათ გარეგნობას.

როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტს ურტყამთ და მას აფუჭებთ, მითუმეტეს როდესაც გატანა აუცილებელია, ასეთი რამ შენზე ფსიქოლოგიურად გავლენას ახდენს.

მესი მთელი მატჩის განმავლობაში 3 მცველის წინააღმდეგ თამაშობდა. ეს ძალიან რთულია. მიუხედავად რამდენიმე დარტყმისა, მას მაინც ძალიან გაუჭირდა.

როგორც ჩანს, სუპერმენი, სუპერ მოთამაშეც კი ადამიანია, მას აქვს გრძნობები და პენალტის გაფუჭებამ მასზე გავლენა იქონია“.

მსგავსი სიახლეები