ჯეი არ სმიტი:"ვიცოდი, რომ თანაბარი ანგარიში იყო"
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალი საინტერესოდ დაიწყო. შეხვედრის დასრულებამდე 4.7 წამით ადრე ანგარიში 107-107 იყო და ჯეი არ სმიტს გუნდისთვის გამარჯვების მოტანის შანსი ჰქონდა. ჯორჯ ჰილის გაფუჭებული საჯარიმოს შემდეგ სმიტმა ბურთი შეტევაში მოხსნა და სროლის ნაცვლად სამწამიანიდან გაიქცა.
ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჯეი არმა უბრალოდ არ იცოდა რა ანგარიში იყო და ეგონა, რომ მისი გუნდი ლიდერობდა. „კლივლენდის“ უკანახაზელმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში განაცხადა.
“ვიცოდი, რომ თანაბარი ანგარიში იყო. უბრალოდ მეგონა, რომ ჩემი მოხსნის შემდეგ ტაიმ-აუტს ავიღებდით. დარწმუნებული ვარ არავის ეგონა, რომ სროლას კევინ დურანტის წინააღმდეგ განვახორციელებდი“.
„ვიმეორებ, ტაიმ-აუტი გვქონდა და მის აღებას ველოდებოდი. ბურთის გამოტანა და სროლისთვის საჭირო სივრცის შექმნა მინდოდა, ლებრონისკენ გავიხედე და იგი თითქოს ტაიმ-აუტის აღებას ცდილობდა და თამაში ზუსტად ამ დროს დასრულდა“.
ჯე არს სროლაზე უარის თქმის მიზეზიც ჰკითხეს, რაზეც სმიტმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩემს წინ კევინ დურანტი იდგა. მას უკვე ოთხი ბლოკი ჰქონდა და არანაირი სურვილი არ გამაჩნდა მეხუთე ჩემი სროლისას აეღო“.
„უპირატესობა რომ გვქონოდა სხვანაირად მოვიქცეოდი. ბურთს შევინარჩუნებდი და ჯარიმას დაველოდებოდი“.
„შესანიშნავი გუნდი გვყავს და მჯერა, რომ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ბიჭებმა იციან, რომ ყველაფერი წინაა და საკუთარი თავის სჯერათ“.
ჯეი არ სმიტის ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებთან ლებრონ ჯეიმსმაც ისაუბრა: „დარწმუნებული ყველამ იცოდა რაც ხდებოდა. ყოველშემთხვევაში ჩემი აზრი ასეთია, არ ვიცი ჯეი არი როგორ ფიქრობდა“.
„ეს მომენტი უნდა დავივიწყოთ. თამაში დასრულდა შანსები გვქონდა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, წინ კიდევ ბევრი მატჩია და ჯერ არაფერი დასრულებულა. თანაგუნდელების მიმართ ნდობა და პატივისცემა არასდროს დამიკარგავს, ჯეი არი კარგი კალათბურთელია და ამ კითხვის დასმა სრული სისულელეა“.
ჯეი არ სმიტის ეპიზოდზე ჯეფ გრინმაც ისაუბრა და განაცხადა: „ჯეი არი ძლიერი ადამიანია. მას კალათბურთი იდეალურად ესმის და ზუსტად იცის ასეთი წარუმატებელი მომენტები როგორ დაძლიოს. სმიტი, რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს და მეორე შეხვედრისთვის 100 პროცენტით მზად იქნება“.