Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩის დუბლი MLS-ში - შვედის 5 გოლი 9 შეხვედრაში

MLS-ის მორიგ ტურში ''დალასმა'' სტუმრად 3:2 დაამარცხა ''ლოს ანჯელეს გალაქსი,'' რომლის მაისურით ზლატან იბაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა. 36 წლის შვედმა ფორვარდი პირველი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.

იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე წელს შეუერთდა ''გალაქსის'' და ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი შეაგდო. 12-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში ზლატანის გუნდი 16 ქულით მე-8 ადგილზეა.

გამოცდილ შვედ ფორვარდს ''მალმიოს,'' ''აიაქსის,'' ''ინტერის,'' ''ბარსელონას,'' ''მილანის,'' პსჟ-ს და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' შემადგენლობაში უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ მან შვედეთის ნაკრებში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა, ის ვერ მოხვდა სამუნდიალო განაცხადში.

შვედების ოფიციალური პასუხი: "იბრა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები