შვედების ოფიციალური პასუხი:
Aa
Aa

შვედების ოფიციალური პასუხი: "იბრა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს"

"ლოს ანჯელეს გალაქსის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, იბრას ნაკრებში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა და მან ამის შესახებ არაერთხელ დაადასტურა.

დღეს, შვედეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა Instagram-ის გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზლატანი მუნდიალზე ვერ ითამაშებს.

"ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გუნდში არ დაბრუნდება და ის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს".

იბრამ რამდენიმე დღის წინ ჯიმი კიმელის შოუში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თავიდანვე საპირისპირო აზრზე იყო შვედების მთავარი მწვრთნელი იან ანდერსონი, რომელმაც თავისი პოზიცია TYC Sports-ის ეთერში დააფიქსირა.

„იბრაჰიმოვიჩმა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდიოდა და მეც მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი.

ჩემი აზრით, როდესაც ეროვნული ნაკრებიდან მიდიხარ, ვფიქრობ, რომ უკან აღარ უნდა დაბრუნდე.

იბრაჰიმოვიჩს ჩემთვის არ დაურეკავს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენს გეგმებში არ შედის“.

როგორც ჩანს, რუსეთის მუნდიალი "იბრაკადაბრას" გარეშე ჩაივლის...

საინტერესოა, თუ რა კომენტარს გააკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით თავად ზლატანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები