''ეს არის ცუდი მოსთვის, ჩვენთვის და ეგვიპტისთვის'' - ''მაპატიეთ, გამარჯვება ვერ შევძელით''
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ''რეალმა'' 3:1 დააამარცხა ''ლივერპული,'' რომლის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შედეგით უკმაყოფილი იყო. მისი თქმით სალაჰის ტრავმა მატჩის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, რომელმაც თამაშის სცენარზე გავლენა მოახდინა.
''სალაჰის მოედნიდან გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ეს იყო ძალიან ცუდი მოსთვის, ჩვენთვის და ეგვიპტის ეროვნული გუნდისთვის. ტრავმა სპორტის ის ნაწილია, რომელიც არ მომწონს, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა მოხდეს.
ჩვენ ვითამაშეთ კარგად, მაგრამ დავმარცხდით. ასე რომ არ მგონია 10 წლის შემდეგ ხალხმა ჩვენი კარგი თამაში გაიხსენოს.
ყველამ ნათლად დაინახა, რომ სალაჰის გასვლამდე ვითამაშეთ ისე, როგორც ოპონენტი ელოდა. სალაჰის გასვლის გარდა გადამწყვეტი მომენტები იყო გოლები, რომლებიც ძალიან უცნაური გამოვიდა.
შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ როგორი თამაში გამოვიდოდა თუ სალაჰი თამაშს გააგრძელებდა და კარიუსი შეცდომებს არ დაუშვებდა, მაგრამ ეს არაფრისმომცემი საუბარია. ყველას კარგად გვესმის რას გრძნობს ახლა კარიუსი. ეს მძიმე მომენტია როგორც მისთვის, ასევე გუნდის სხვა წევრებისთვის.

როცა მარცხდები შეუძლებელია თავიდან აიცილო ცუდი გრძნობები. გუნდის თითოეული წევრი თავს ცუდად გრძნობს. უნდა დავბრუნდეთ ლივერპულში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საუკეთესო მოგზაურობა, ჩვენ ხომ დავმარცხდით, მაგრამ რეალობა უნდა მივიღოთ და დავრჩეთ პროფესიონალები, რაც ნამდვილად არაა ადვილი. ჩვენ ვერ მოვიგეთ ფინალი, დავკარგდეთ სალაჰი და შესაძლოა მო მუნდიალზე ეგვიპტის ეროვნულ გუნდსაც ვერ დაეხმაროს.
მე მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ტიტულის მოსაპოვებლად. მაპატიეთ'' - ასე დაასრულა პრესკონფერენცია ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
