„ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ“ - იაია ტურე იბერია 1999-ზე
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება. ორმატჩიან დაპირისპირებას თბილისური შეხვედრა გახსნის, რომელიც 21 ივლისს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.
„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ ქართულ კლუბთან დაგეგმილ მატჩზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დავიწყეთ მათი შესწავლა. ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. საუკეთესო გუნდი გაიმარჯვებს. 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, იმიტომ რომ გულშემატკივრებს ჩვენი იმედი აქვთ, და გვინდა, მათ ჩვენით იამაყონ.
ყველაზე მთავარია, თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ. ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და ცოტა გავუშვათ. ორმატჩიანი დაპირისპირებაა და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. მე ფრთხილი ფეხბურთი არ მიყვარს, მოედანზე სიამოვნება უნდა მიიღო, მეტოქეს პატივი სცე და ყოველთვის მოსაგებად ითამაშო“.
აქვე გეტყვით, რომ საპასუხო მატჩი სლოვაკეთში 29 ივლისს არის ჩანიშნული.