ბელგიამ და ესპანეთმა სამუნდიალო შემადგენლობები დაასახელეს - მოულოდნელი გადაწყვეტილებები
Aa
Aa

ბელგიამ და ესპანეთმა სამუნდიალო შემადგენლობები დაასახელეს - მოულოდნელი გადაწყვეტილებები

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გუნდები ნელ-ნელა შემადგენლობებს ასახელებენ და პრესაც მის განხილვაშია.

დღეს, მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა.

ხულენ ლოპეტეგიმ 23 კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ალვარო მორატა და კიდევ რამდენიმე ცნობილი სახე არ იმყოფება.

“ფურია როხას” თავკაცმა პრესასთან ისაუბრა და თავისი გადაწყვეტილებები ახსნა: ზოგიერთი მოთამაშე ამ სიაში ყოფნას იმსახურებს, მაგალითად მორატა, ვიტოლო, ბარტრა, ილარამენდი... მაგრამ, მათი ადგილი ნაკრებში დღეს ვერ მოიძებნა.

რაც შეეხება მორატას, ფორმიდან გამომდინარე სხვა მოთამაშეების გამოძახება გადავწყვიტეთ.

ჩვენ არ გვსურს, რომ მუნდიალზე 4 ფორვარდი წავიყვანოთ.

საბოლოო სიის დასახელება ჩემთვის ძალიან მტკივნეული მომენტი იყო. ვიცი, თუ რას ნიშნავს, როდესაც მუნდიალს მიღმა რჩები.

ჩვენ რუსეთში გასამარჯვებლად მივემგზავრებით. მიზანი მხოლოდ ეს არის“.

განაცხადს მიღმა დარჩა „ბარსელონას“ უნივერსალი სერხი რობერტო და „ჩელსის“ მარცხენა მცველი მარკოს ალონსო.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები ჯგუფში პორტუგალიასთან, ირანთან და მაროკოსთან ერთად ითამაშებს.

ესპანელთა მსგავსად, შემადგენლობა ბელგიამაც დაასახელა. „წითელი ეშმაკების“ ესპანელმა თავკაცმა რობერტო მარტინესმა.

პრესას სასაუბრო ბელგიელთა შემადგენლობაზეც საკმაოდ ბევრი აქვს. მარტინესმა განაცხადს მიღმა რაჯა ნაინგოლანი დატოვა.

„რომას“ ერთ-ერთი ლიდერის მუნდიალს მიღმა დატოვება დიდი მოულოდნელობა იყო, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს მისი ხასიათიდან გამომდინარე მოხდა.

მარტინესმა ნაინგოლანის შესახებ ისაუბრა: „რა თქმა უნდა, რაჯა ნაინგოლანი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მასზე უარი მხოლოდ ტაქტიკური თვალსაზრისით ვთქვი.

ბელგიის ნაკრები „რომასთან“ შედარებით განსხავებული ტაქტიკით თამაშობს. რაჯას აქ იმ დონის როლი ვერ ექნება, როგორიც ის კლუბში აქვს.

ბოლო წლებში ჩვენ ახალ ტაქტიკაზე ვმუშაობდით და საბოლოოდ მისი დახვეწა მოვახერხეთ“.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, ტუნისთან და პანამასთან ერთად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები