ჩაკვეტაძემ სეზონი ტრავმის გამო დაასრულა
საფეხბურთო კლუბ ''გენტის'' ქართველმა შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ''გენკთან'' მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო. walfoot.be-ს ცნობით ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატში დარჩენილ ორ შეხვედრას გამოტოვებს და მიმდინარე სეზონში ბელგიურ გუნდს ვერ დაეხმარება. აღნიშნულ მატჩში ჩაკვეტაძემ მე-15 წუთზე საგოლე პასი შეასრულა, 33-ე წუთზე კი მინდორი კოჭის ტრავმის გამო დატოვა.
ქართველი ტალანტის დებიუტი ''გენტის'' შემადგენლობაში გასული წლის პირველ ოქტომბერს ''ბრიუგესთან'' შედგა. მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველი 82-ე წუთზე ჩართო თამაშში. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''გენტის'' რიგებში 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. სადებიუტო გოლი 2018 წლის 21 იანვარს ''ლოკერენს'' გაუტანა.
ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა და შეცვლა ტრავმის გამო
