ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა და შეცვლა ტრავმის გამო
ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში შეხვედრა ''გენკსა'' და ''გენტს'' შორის ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-15 წუთზე ''გენტმა'' გახსნა. 18 წლის ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ ართმევაზე კარგად ითამაშა და საგოლე გადაცემა კუბოს მისამართით შეასრულა. კუბოს გოლით ''გენტი'' დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ჩაკვეტაძემ შეხვედრის 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო, თამაში გააგრძელა, თუმცა 33-ე წუთზე შეცვალეს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მძიმეა ქართველი ფეხბურთელის ტრავმა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის მიწურულს კი არბიტრმა ''გენტის'' ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.
ბელგიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში ''გენტი'' 33 ქულით მე-4 ადგილზეა.
