''ფინალში გატანილმა გოლმა უდიდესი სიხარული მომანიჭა''
დანიის თასის გათამაშების ფინალში ''ბრონდბიუმ'' 3:1 დაამარცხა ''სილკებორგი.'' ანგარიში ''სილკებორგის'' ქართველმა ფორვარდმა დავით სხირტლაძემ გახსნა. 33-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტექნიკური დარტყმით ''ბრონდბიუს'' მიმდინარე სეზონში მეორე გოლი შეუგდო. მატჩის შემდეგ სხირტლაძე crystalsport-ს ესაუბრა.
''რეალურად ''ბრონდბიუ'' უფრო ძლიერი გუნდია. მეტოქის გამარჯვების მთავარი ფაქტორი სათამაშო კლასში იყო. თითქმის თანაბარი რაოდენობის მომენტები შევქმენით, მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში უკეთ მოქმედებდნენ და მათი გამარჯვების მიზეზიც ესაა.

რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ფინალში გატანილი გოლი. სუპერლიგაში ''ბრონდბიუს'' წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია, თუმცა თასის ფინალში იდეალური ატმოსფერო იყო. ''ბრონდბიუმ'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო თასი და მისი ქომაგების მხრიდან შეხვედრისადმი დიდი ინტერესი იყო.
დუბლის შესრულების შანსი მქონდა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ კარისკენ მარცხენა ფეხით დავარტყი, მაგრამ ოდნავ დამაკლდა სიზუსტე. რეალური საგოლე მომენტი არ იყო, მაგრამ გატანა შეიძლებოდა.''
სხირტლაძის გოლი და ''სილკებორგის'' ქომაგთა სიხარული
დავით სხირტლაძის შესახებ ასევე იხილეთ:
სხირტლაძემ დანიის თასის ფინალში გაიტანა - მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში
''იმედი მაქვს ფინალში გავიტან'' - სხირტლაძე ''ბრონდბიუს'' წინააღმდეგ
