სხირტლაძემ დანიის თასის ფინალში გაიტანა - მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში
დავით სხირტლაძემ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაუტანა დანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ''ბრონდბიუს.'' დანიის საფეხბურთო თასის ფინალში 33-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ტექნიკური დარტყმით ''პარკენზე'' ანგარიში გახსნა.
საბოლოოდ გამარჯვება ''ბრონდბიუს'' დარჩა, რომელმაც გაშვებული გოლის შემდეგ სამი გოლი გაუტანა სხირტლაძის გუნდს.
ქართველ ფორვარდს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კუთხურის შემდეგ სხირტლაძის დარტყმას სიზუსტე დააკლდა, ბურთი კარის ზედა ძელს გადაცდა.

დავით სხირტლაძემ მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი შეაგდო (6 - დანიის სუპერლიგა, 1 - გადათამაშება, 4 - დანიის თასი). ქართველი ფორვარდი 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათე ვაწაძე ''სილკებორგის'' სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.
ქართველი ფეხბურთელი crystalsport-ს ესაუბრა: ''ფინალში გატანილმა გოლმა უდიდესი სიხარული მომანიჭა''
