Aa Aa
7 მაისი 2018  |  23:58

რონალდუს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

„ბარსელონასთან“ მიღებული კოჭის ტრავმის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

„რეალის“ ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ პორტუგალიელის სრულად გამოჯანმრთელებას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, იგი ლა ლიგის მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად იქნება.

კრიშტიანუ მადრიდულ კლუბს „სევილიასთან“ და „სელტასთან“ შეხვედრებისას ვერ დაეხმარება, ვარჯიშს კი სავარაუდოდ მომავალ ორშაბათს განაახლებს. არის იმის ალბათობა, რომ მან ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ თამაში შეძლოს. ეს თამაში 19 ან 20 მაისს უნდა გაიმართოს, ამ საკითხს ლა ლიგა უახლოეს პერიოდში დაადგენს და თარიღიც ზუსტად გვეცოდინება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, ის 26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება. უეფას მიერ გუშინ გამოცხადდა, რომ აღნიშნულ შეხვედრას სერბი რეფერი მილორად მაზიჩი იმსაჯებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში