გერმანია და იტალია დავამარცხეთ | საქართველო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალშია (U23)
ძიუდოში, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გერმანია 4:3 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ლუკა ჯავახიშვილმა, საბა ქარდავამ, ნინო ლოლაძემ და თორნიკე მოსიაშვილმა მოიპოვეს.
ნახევარფინალში საქართველომ იტალიას 4:2 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც 1/2-ფინალში უკრაინას აჯობა.
ნახევარფინალში გამარჯვებები ჯავახიშვილმა, ბარბარე გელაშვილმა, მათე ბერუაშვილმა და ნინო გულბანმა მოიპოვეს. საბა ქარდავა და ნინო ლოლაძე დამარცხდნენ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ გამოსვლებს, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილმა (- 90 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში თამამემამულე ნიკოლოზ დავლაძე დაამარცხა, დაძაბული ფინალის გამარჯვებული დამატებით დროში მიღებულმა შიდომ გადაწყვიტა. ასევე, ლუკა გადელიამ (60 კგ), მათე ბერუაშვილმა (73 კგ) და ნინო ლოლაძემ (57 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს