ქომაგებმა კვერკველია აღიარეს - ქართველი აპრილში საუკეთესო იყო
Aa
Aa

ქომაგებმა კვერკველია აღიარეს - ქართველი აპრილში საუკეთესო იყო

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობდა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ხმათა 40,7% მიიღო, მას მხარი 5264 ინტერნეტმომხმარებელმა დაუჭირა. 26 წლის კვერკველიამ თანაგუნდელთაგან აჯობა მარინატო გილერმეს (24,7%), ანტონ მირანჩუკსა (21,4%) და დმიტრი ტარასოვს (9,6%).

ქართველმა ცენტრალურმა მცველმა აპრილში პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა. ოთხივე შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და 90 წუთი ითამაშა.

დღეს, 5 მაისს მოსკოვის ''ლოკომოტივი'' უმასპინძლებს ''ზენიტს.'' შეხვედრა თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში იური სიომინის ფეხბურთელები ჩემპიონობას იზეიმებენ. ''ზენიტი'' კვერკველიას პირველი რუსული გუნდია, 2009-10 წლებში ''ზენიტის'' სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ დააწინაურეს.

შეგახსენებთ, 2017 წლის თებერვლიდან სოლომონი ''ლოკომოტივისთვის'' თამაშობს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 54 მატჩში 3 გოლი შეაგდო. ''ლოკომოტივში'' გადასვლამდე ''რუბინის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა.

ასევე იხილეთ: ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვთ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები