ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ეგოიანი: კვარა გუნდში ჩვენი მეგზურია, ნამდვილი კაპიტანია

საქართველოს ნაკრებისა და „ექსელსიორის“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდურ პრესასთან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ოქროს ბურთის“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„თუ მკითხავთ, ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი", ცხადია, ჩემთვის ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. მასზე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე, დიდი მოლოდინები გაქვთ, მაგრამ ის ამავდროულად ძალიან ბევრს გვეხმარება გუნდში, რაც მართლაც დასაფასებელია.

ის დიდი ფეხბურთელია, რომელსაც სხვებთანაც შეეძლო სხვაგვარად მოქცევა, მაგრამ ის სუპერ თავმდაბალი ბიჭია, რომელიც მეც ძალიან დამეხმარა და დღესაც მეხმარება, და რომელიც ასევე მეც და სხვა ბიჭებსაც გუნდში მეგზურობას გვიწევს. ის ნამდვილი კაპიტანია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ“.

- განაცხადა ეგოიანმა ნიდერლანდურ voetbalinternational-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები