ტურის საუკეთესო მწვრთნელი - არველაძის აღიარება უზბეკეთში
Aa
Aa

ტურის საუკეთესო მწვრთნელი - არველაძის აღიარება უზბეკეთში

უზბეკეთის სუპერლიგის მე-8 ტურის საუკეთესო მწვრთნელად championat.asia-ს ვერსიით შოთა არველაძე დასახელდა. ქართველი მწვრთნელის გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი მოიგო და 18 ქულით ''ბუხარასთან'' ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. championat.asia არველაძის გუნდს ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს.

სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა ''ქიზილქუმის'' ქართველი შემტევი ელგუჯა გრიგალაშვილი. მისი გუნდი სტუმრად ''ბუხარასთან'' 0:1 დამარცხდა.''ქიზილქუმი,ს'' მაისურით ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი კვესიეშვილმა 90 წუთი ითამაშეს. 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ქიზილქუმი'' 6 ქულით მე-10 საფეხურს იკავებს.

სუპერლიგის მერვე ტურში ''ფახთაქორმა'' შინ 1:0 დაამარცხა  ნამანგანის ''ნავბახორი.'' ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე ბრაზილიელმა ტიაგო ბეზერამ გაიტანა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

''საინტერესო თამაში გამოვიდა. სტადიონზე შეკრებილ ქომაგს არ მოუწყენია. ვფიქრობ ასეთი თამაშები გულშემატკივრებში პოპულარულია და მათ დღეს თამაშის ყურებით ისიამოვნეს. რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა არ მსურს. მატჩამდე კარგად შევისწავლეთ მეტოქის თამაშის სტილი და ხელწერა. დიდი მადლობა სტადიონზე მოსულ ქომაგს მხარდაჭერისთვის.''

ლიდერი ''ბუნიოდკორი'' მოქმედ ჩემპიონ ტაშკენტის ''ლოკომოტივთან'' დამარცხდა და სწორედ ლიდერის მარცხმა განაპირობა არველაძის გუნდისა და ''ბუხარას'' გალიდერება. მე-9 ტურში ქართველების გუნდები შეხვდებიან. ტაშკენტის ''ლოკომოტივი,'' რომლის ფეხბურთელი კახა მახარაძეა, საკუთარ მოედანზე შოთა არველაძის ტაშკენტის ''ფახთაქორს'' უმასპინძლებს. შეგახსენებთ, არველაძეს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, ხოლო გუნდის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ

ქართველები დანიის თასის ფინალში - ''სილკებორგმა'' ისტორიული შედეგი გაიმეორა

ჩემპიონმა ლიდერი დაამარცხა - მახარაძის საგოლე პასი და ზედიზედ მეორე გამარჯვება

იხილეთ ინტერვიუ დავით სხირტლაძესთან: ''გასახდელი დავანგრიეთ, გამარჯვება სიმღერით აღვნიშნეთ''

მერებაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - ფეხბურთელი ორ თვეში დაბრუნდება

''ძლიერ გუნდში თამაში მსურს'' - გოროზიამ ''ჰიბერნიანსი'' დატოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები