ბეგლარიშვილის ბრწყინვალე მატჩი - 1 გოლი და 3 საგოლე პასი
ესტონეთის საფეხბურთო თასის მეოთხედფინალში ტალინის ''ფლორამ'' სტუმრად 7:0 გაანადგურა ''კურესაარე.'' გამარჯვებულთა ქართველმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა სამი საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი შეაგდო. მან საგოლე გადაცემები პირველ, მეორე და მეოთხე გოლებზე გააკეთა. მატჩის საბოლოო ანგარიში ბეგლარიშვილმა 85-ე წუთზე დააფიქსირა.
უხვგოლიანი გამარჯვების შემდეგ ''ფლორამ'' ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში ''კორდობამ'' შინ 3:0 დაამარცხა ''სევილია ბ.'' სტუმართა შემადგენლობაში გიორგი აბურჯანიამ 90 წუთი ითამაშა. sofascore-ს ვერსიით აბურჯანია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის თამაში 6.9 ნიშნით შეფასდა. 22-გუნდიან ჩემპიონატში ''სევილია ბ'' 23 ქულით ბოლო ადგილზეა, შემდეგ სეზონს რანგით მესამე ლიგაში გაატარებს.
ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ
''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო
არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა
''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია
გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა
ქართველი მცველის ეფექტური გოლი - გამარჯვება საკუთარ კედლებში