ქართველი მცველის ეფექტური გოლი - გამარჯვება საკუთარ კედლებში
Aa
Aa

ქართველი მცველის ეფექტური გოლი - გამარჯვება საკუთარ კედლებში

უზბეკეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ''ქიზილქუმმა'' საკუთარ მინდორზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა ფერგანას ''ნეფთჩი.'' მატჩის ერთადერთი გოლი ''ქიზილქუმის'' ქართველმა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა გაიტანა. მე-4 წუთზე შესრულებულ სტანდარტს კვესიეშვილის ეფექტური და ზუსტი თავური დარტყმა მოყვა.

 

32 წლის კვესიეშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. ''სამტრედიასა'' და ''შუქურას'' ყოფილი ფეხბურთელი 2010 წლიდან უზბეკეთის ჩემპიონატში გამოდის. კვესიეშვილმა 2017 წელს კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიმდინარე წელს ფეხბურთს დაუბრუნდა. უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

გიორგი კვესიეშვილი ''ქიზილქუმის'' 5-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. ''ნეფთჩისთან'' მოგებულ მატჩში ''ქიზილქუმის'' ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში. გრიგალაშვილმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, რომ კვლავ აწუხებს ტრავმა და სასტარტოში სათამაშოდ მზად არაა. თასის გათამაშებაში ''ბუხარასთან'' გრიგალაშვილმა გოლი გაიტანა, თუმცა ტრავმის გამო პირველი ტაიმის მიმდინარეობისას შეცვალეს.

ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელთან ერთად დაესწრო.

''უზბეკეთის თასზე ''ბუხარასთან'' 120 წუთი ვითამაშეთ და დღეს გუნდს მცირე დაღლილობა ეტყობოდა. ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი. სასიხარულოა რომ 3 ქულა მოვიპოვეთ'' - აღნიშნა კვესიეშვილმა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ქიზილქუმი'' 6 ქულით მე-9 ადგილზეა.

მე-7 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 5:0 გაანადგურა ბეკაბადის ''მეტალურგი.'' 

ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ

''შახტარი'' ფინალშია - ფონსეკა ხოჭოლავას ენდო

არაბულის გოლი ნახევარფინალში - ტრავმის შემდეგ პირველად გაიტანა

''თასი ჩვენთან უნდა დარჩეს'' - ზარანდია პოლონეთის თასის ფინალშია

გველესიანი მერვედფინალშია - ქართველის წარმატება აზიის ჩემპიონთა ლიგაზე

ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი - ქვილითაიამ ნახევარფინალში გაიტანა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები