ლევადიაკოსი გუგეშაშვილით დაინტერესდა - რას გადაწყვეტს ქართველი მეკარე
საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა შესაძლოა კარიერა „ლევადიაკოსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ერთ-ერთ ბერძნულენოვან სპორტულ პოდკასტში ჟურნალისტმა სტავროს კოლკასმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „ლევადიაკოსს“ 27 წლის მეკარის დამატება სურს, თუმცა გუგეშაშვილისთვის პრიორიტეტულ ვარიანტს „ათრომიტოსში“ დაბრუნება წარმოადგენს, სადაც მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა.
იჯარის დასრულების შემდეგ გუგეშაშვილი „პაოკში“ დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი მეკარე „პაოკის“ მთავარი მწვრთნელის ალესიო ლიშის გეგმებში არ შედის. „ლევადიაკოსი“ გამოცდილმა მეკარემ, იური ლოდიგინმა დატოვა, მის შემცვლელად კი „ლურჯ-მწვანეები“ ლუკა გუგეშაშვილს მოიაზრებენ.
ცნობისთვის, გუგეშაშვილი „პაოკში“ „პანსერაიკოსიდან“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. „არწივებმა“ მასში მილიონი ევრო გადაიხადეს, ამჟამად კი Transfermarkt-ი ქართველ მეკარეს 700 ათას ევროდ აფასებს.