ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

კონკურენტის ტრავმა და მოლოდინის რეჟიმი | სად ითამაშებს გუგეშაშვილი ახალ სეზონში?

ლუკა გუგეშაშვილის მომავალი გაურკვეველია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ატრომიტოსში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ პაოკ-ს დაუბრუნდა, ახალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა უცნობია, დარჩება გუნდში თუ ისევ გაანათხოვრებენ.

ლუკას კონკურენტი ირჟი პავლენკა ტრავმის შემდეგ ჯერ ვერ ბრუნდება, დისკომფორტს გრძნობს და ნიდერლანდების სადიაგნოსტიკო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ეს საჭიროა, ერთი მხრივ, პრობლემის სირთულის დასადგენად და, მეორე მხრივ, იმის გასარკვევად, მოუწევს თუ არა მას ვარჯიშების დიდი ხნით გამოტოვება.

როგორც ბერძნული გამოცემა MetroSport-ი წერს, ზემოთაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, ამ ფაზაში „ორთავიანები“ ლუკა გუგეშაშვილის ხელახლა გასხვისების საკითხს დაუყოვნებლივ ვერ განიხილავენ, და თუ ეს მოხდება, მხოლოდ მოგვიანებით გადაწყდება, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველის წასვლა მაინც ძალიან რეალურია. შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდს რამდენიმე მატჩში დაეხმაროს, თუმცა სავარაუდოდ სხვა გუნდში გადასვლას ისურვებს, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ კიდევ ერთი ფაქტორი, პაოკ-ის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, რაზვან ლუჩესკუ წავიდა და იტალიელი ალესიო ლისჩი დანიშნეს, რომელსაც მხოლოდ ესპანურ კლუბებში უმუშავია. 40 წლის ლისჩი ლევანტეს (2021-22), მირანდესსა (2023-25) და ოსასუნას (2025-26) წვრთნიდა.

2025 წლის ზაფხულში გუგეშაშვილი პანსერაიკოსიდან პაოკ-ში მილიონ ევროდ გადავიდა. რაზვან ლუჩესკუმ პირველ გუნდში სათამაშო დრო არ მისცა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ატრომიტოსში გაატარა, სადაც 9 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაუშვა, 9-დან 3-ში კარი მშრალად შეინახა, პანსერაიკოსთან მოგებულ მატჩში პენალტი მოიგერია. მოკლედ, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გუნდის ელიტაში დარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს
ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს