სირილ განი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

ასპინალი განთან რევანშისთვის მზადაა - ბრძოლა პარიზში შედგება?

თეთრ სახლთან გამართული UFC Freedom 250-ის ტურნირის შემდგომ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ სირილ განისა და ტომ ასპინალის გამაერთიანებელი ბრძოლა შესაძლოა პარიზში შედგეს და ბრიტანელ მძიმეწონოსანს ეს სცენარი სრულად აკმაყოფილებს.

„პარიზი სექტემბერში, ხომ? თანახმა ვარ. პრობლემა არ არის. შემატყობინეთ. წინააღმდეგი არ ვარ - წავალ პარიზში“,

- განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა თავის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ასევე, ბრიტანელმა აღნიშნა, რომ სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესი უკვე განაახლა.

„მე უკვე დავბრუნდი ვარჯიშებს. სიტყვასიტყვით, სწორედ ახლა. ჩვენ ვბრუნდებით“,

- დასძინა ასპინალმა.

სადღესასწაულო ღონისძიების მნიშვნელობით მეორე მოვლენაში სირილ განი UFC-ის მძიმე წონის ორგზის დროებითი ჩემპიონი გახდა, როდესაც მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ალექს პერეირა დაამარცხა.

გასული წლის ოქტომბერში ბრიტანელი ფრანგის წინააღმდეგ ტიტულის დასაცავად გამოვიდა და უკვე პირველი რაუნდის ბოლოს უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე მეტოქის მხრიდან თვალში ორმაგი ჩაჩხვლეტის გამო, თავად ბრძოლა კი შემდგარად არ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები