ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე
Aa
Aa

„ძალიან მინდა, ილია ამ პოზიციაში ვნახო...“ - როგორია პორიეს პოგნოზი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დასტინ პორიემ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბის შესახებ თავისი მოლოდინები გააზიარა.

რას ამბობს პორიე:

ვნახე რაც მოხდა ილიას და ჯასტინს შორის და არ ვიცი, რა ხდება. თუმცა ვნახე, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ჯასტინმა თქვა: „მესმის, შენმა ცოლმა რატომაც მიგატოვა“ ან რაღაც მსგავსი, „ხალხს შენს გარშემო ყოფნა არ უნდაო“ და არ ვიცი, ილია ცდილობს ამას ჩაეჭიდოს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას თუ რა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჯასტინს მისი ცოლისთვის დიდი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე არაა.

რაც შეეხება ბრძოლას, ვიტყვი, რომ ჯასტინი ილიაზე დიდიც არის და მაღალიც, მაგრამ ის ასეთ სტილში არ იბრძვის... არ იყენებს თავის სიმაღლეს და ფეხით მუშაობას კარგად. დისტანციიდან ბევრ სწორ დარტყმას არ ურტყამს, ხომ გესმის. ის ბევრ „ოვერჰენდს“ ისვრის და ძირითადად ე.წ. „ბინძური კრივის“ სტილით ახლო დისტანციაზე მუშაობს. ასე რომ, არ ვფიქრობ, მის სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ჯასტინი რასაც ამბობს, მისთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. უზარმაზარი მნიშვნელობის მომენტია. სხვა ინტერვიუებშიც ვთქვი: ის კარიერის მიწურულს არის. ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა და ახლა ბოლო თავებს წერს. შეიძლება 2-3 ბრძოლა დარჩა, არ ვიცი რამდენი, მაგრამ დასასრულს უახლოვდება. ეს ალბათ ბოლო შესაძლებლობაა მისთვის, რომ გახდეს უდავო ჩემპიონი. იცით, მეც მქონდა ჩემი შანსები, მასაც ჰქონდა. ვგულშემატკივრობ მას. მინდა ვნახო, როგორ გააკეთებს ამას, მით უმეტეს ამ აუტსაიდერის პოზიციიდან. ყველას ჰგონია, რომ მოკლავენ. უბრალოდ უნდა გავიდეს და იყოს საკუთარი თავი – ჯასტინ გეიჯი – კიდევ ერთხელ უდიდეს პლატფორმაზე მსოფლიოს დასანახად. ეს უზარმაზარი რამაა, შეუძლია კარიერა დააგვირგვინოს და წავიდეს. მან ამ სპორტში ყველაფერი გააკეთა. ვგულშემატკივრობ მას. უბრალოდ, მასების აზრს ვიზიარებ, რომ სტილისტურად ეს მისთვის ცუდი მეტოქეა.

ვფიქრობ ძალიან სახიფათო მეტოქე ჰყავს. მისი ბალანსი, დარტყმების სტილი... ის შეიძლება მარტივად გამოიჭირონ კონტრშეტევაზე ისეთი კარგი და მომთმენი მოკრივის წინააღმდეგ... და ილია სწორედ ასეთია – შესანიშნავი კონტრშემტევი, კარგი ტაიმინგით. ჯასტინმა რომ ერთი შეცდომაც დაუშვას... უბრალოდ, სტილისტურად ცუდი მეტოქეა ჯასტინისთვის, ასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვგულშემატკივრობ მას.

იმისთვის, რომ ჯასტინი წარმატებული იყოს იმაში, რასაც აკეთებს – ზიანის მიყენებაში – წინ უნდა იაროს. საკუთარი თავი საფრთხის ქვეშ უნდა დააყენო და მჯერა მისი, როცა ამბობს, რომ წინ წავა და შეეცდება ილიას ზიანი მიაყენოს. ის სწორედ ამას აკეთებს, დამანგრეველი ბურთივითაა. არა, ზუსტად ეგ მოხდება – წინ წავა და შეეცდება ილია ნოკაუტში ჩააგდოს.

რა იქნება თუ ბრძოლა მესამე რაუნდამდე გაგრძელდება? ძალიან მინდა ვნახო, როგორ უპასუხებს ილია ამას. ეგ ჯერ არ მინახავს და სიამოვნებით ვნახავდი. ჩვენ გვინახავს ის დაზიანებული, გვინახავს, როგორ დაბრუნდა და მოიგო. ვიცით, რომ ნამდვილი მებრძოლია. მაგრამ მინდა ვნახო ის ომში ჯასტინთან, რადგან სწორედ მანდ გრძნობს ჯასტინი თავს ყველაზე კარგად. არ გვინახავს ილია ასეთ ომში. მაგრამ მისი ვარსკვლავი კიდევ უფრო გაბრწყინდება, თუ ის ასეთ ომს გაივლის და ჯასტინს დაამარცხებს იქ, რაშიც ჯასტინი მაგარია. ის მხოლოდ გაიზრდება, ხომ გესმის. კი, ის მხოლოდ გაიზრდება და მთელი მსოფლიო უყურებს მას. დიდი მოლოდინები მაქვს მისი პოტენციალის მიმართ, დიდებული ახალგაზრდა მებრძოლია. ვნახოთ, ვნახოთ რა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი თეთრ სახლში ორშაბათს, საქართველოს დროით 06:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ გამიკვირდება 15 წამში რომ გათიშოს“ - ბისპინგი მომავალ ბრძოლაზე
„არ გამიკვირდება 15 წამში რომ გათიშოს“ - ბისპინგი მომავალ ბრძოლაზე