კილიან მბაპე
Aa
Aa

„მოთმინება გვმართებს, ჩვენზე მშიერი არავინ უნდა იყოს“ - მბაპე მუნდიალზე

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე მოთმინების უნარის შესახებ ისაუბრა.

„ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე, იყო მომენტები, როდესაც სოციალური თვალსაზრისით თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან 60 დღის განმავლობაში იზოლირებული ხარ. მაგრამ ეს მარტივი რომ იყოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ითამაშებდა.

ვიცით, რომ უმცირესობის ნაწილი ვართ - ეს ის სტატუსია, რომელიც არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, ის უნდა მივიღოთ როგორც კარგ, ისე ცუდ დროში. იმისათვის, რომ ისტორიაში შეხვიდე, მოთმინება და ტანჯვისთვის მზადყოფნაა საჭირო.

ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ - მოვიგეთ 2018 წლის მუნდიალი, ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ეს მეორედაც გაგვეკეთებინა (2022 წელს), ამიტომ ვიცით, როგორ კეთდება ეს. თუმცა თითოეული გუნდი ტურნირზე ისტორიაში შესვლის იდეით გაემგზავრება, მაგრამ არცერთი გუნდი არ უნდა იყოს ჩვენზე მეტად მშიერი“,

- განაცხადა მბაპემ.

საფრანგეთის ნაკრები მუნდიალზე I ჯგუფში ნორვეგიასთან, სენეგალთან და ერაყთან ერთად იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები