50 ათასი მატჩების ყურების სანაცვლოდ - უჩვეულო კონკურსი ნიუ-იორკში
ნიუ-იორკში უჩვეულო კონკურსი ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც ორი ძალიან იღბლიანი გულშემატკივარი გახდა. კონკურსის პირობა ასეთი იყო - ჟიურის 6 ათას ადამიანს შორის უნდა შეერჩია ორი საუკეთესო, რომლებიც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა, 104 მატჩის ყურებას შეძლებდნენ.
რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს ჟიურის წევრებმა უცნობია, თუმცა გამარჯვებულები უკვე გაირკვნენ და ამისთვის ოსტინ ფრანკლინი და კევინ აკოტო არიან შერჩეულნი, რომლებიც ამ ყველაფერს უსასყიდლოდ ნამდვილად არ გააკეთებენ და პრიზის სახით 50 ათას დოლარს მიიღებენ. სპეციალურად მათთვის, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში აშენდა მინის პატარა შენობა, სადაც რამდენიმე მონიტორია დამონტაჟებული და სწორედ იქ იქნება ეს ორი ადამიანი ტურნირის განმავლობაში.
ცნობისათვის, კონკურსი ცნობილმა ტელეკომპანია Fox One-მა ჩაატარა და პროექტის ხელმძღვანელებმა გამოთვალეს, რომ მატჩების მხოლოდ ძირითად დროს თუ გავითვალისწინებთ, ამ ორ ადამიანს ტელეეკრანებთან საერთო ჯამში 12 600 წუთის გატარება მოუწევს.