“მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა“ - ბროოსი მექსიკასთან წაგების შემდეგ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მუნდიალის გახსნითი მატჩი მეხიკოში მდებარე ესტადიო აცტეკაზე გაიმართა, სადაც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი მექსიკის ნაკრები, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა. „ელ ტრიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და 2:0 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა ჰუგო ბროოსმა კომენტარი გააკეთა:
„პირველ წითელ ბარათზე, ვფიქრობ, სათქმელი არაფერია, მაგრამ მეორე წითელ ბარათზე ჩემი აზრით, მექსიკელმა ფეხბურთელმა ჩემი მოთამაშე დაბლოკა. ასეთი ეპიზოდები ფეხბურთში ხდება, თუმცა მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა. სამწუხაროა, რომ მატჩის დასრულება ცხრა ფეხბურთელით მოგვიწია.
ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. იყო მომენტები, როდესაც მექსიკა სასოწარკვეთილიც კი ჩანდა და თავისუფალი სივრცეების პოვნას ვერ ახერხებდა, ამიტომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად იყო.
ერთადერთი, რაც მომდევნო მატჩისთვის აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, ბურთის ფლობაა. დღეს ამ კომპონენტში საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ, ამიტომ ამაზე მუშაობა მოგვიწევს.“
შეგახსენებთ, რომ მექსიკის მხრიდან გოლები ხულიან კინიონესმა და რაულ ხიმენესმა გაიტანეს.
შემდეგ მატჩს მექსიკა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სამხრეთ აფრიკა ჩეხეთს დაუპირისპირდება.